ახალი ამბები

თალაკვაძემ ახლა პოლიტიკური ინიციატივა უწოდა დაპირებას პროპორციულ სისტემაზე 

8 თებერვალი, 2020 • 1884
თალაკვაძემ ახლა პოლიტიკური ინიციატივა უწოდა დაპირებას პროპორციულ სისტემაზე 

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური ინიციატივა უწოდა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე დაპირებას და ოპოზიციას მორიგ ინიციატივის გაზიარებისთვის ვადა თებერვლის ბოლომდე მისცა. 

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში ვიზიტის დროს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

მას შემდეგ, რაც “ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტში ჩააგდო საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტი, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს არა დაპირება, არამედ “ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო”. 

როგორც თალაკვაძემ “ამერიკის ხმას” უთხრა, პროპორციულ სისტემაზე “პოლიტიკური ინიციატივა” იმიტომ ჩავარდა, რომ ოპოზიციამ პროტესტი მაინც გააგრძელა. 

ამჯერად მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს სთავაზობს 100/50-ზე, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია. 

თალაკვაძემ ვაშინგტონიდან ტვ “იმედს” 7 თებერვალს განუცხადა, რომ  ოპოზიციისგან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ელის პასუხს ამ მოდელზე და თუ არ დათანხმდება, “შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, იმიტომ, რომ ჩვენ დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი