ახალი ამბები

ეს ბატონი ბიძინას დაპირება კი არა, იდეა იყო – წულუკიანი პროპორციულ სისტემაზე

21 ნოემბერი, 2019 • 2630
ეს ბატონი ბიძინას დაპირება კი არა, იდეა იყო – წულუკიანი პროპორციულ სისტემაზე

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო ბიძინა ივანიშვილის იდეა და არა დაპირება. როგორც წულუკიანმა “იმედის” ეთერში თქვა, პარტიის თავმჯდომარეს დეპუტატები მაშინვე დაუპირისპირდენენ, როგორც კი მან ეს იდეა გაახმიანა.

“ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან [სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა] და მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ივანიშვილზე არიან განაწყენებულნი, რადგან ეს იდეა ვერ გავიდა. ახლა მიდის სპეკულაციები, რომ ივანიშვილი დგას [ამ ყველაფრის უკან], თორემ ოქრიაშვილი როგორ გაბედავდა… მე ვარ მომსწრე, იმ თათბირზე სხვა დეპუტატებთან ერთად როგორ ღიად დაუპირისპირდნენ. ბატონი ბიძინას დაპირება ეს კი არ იყო, ეს იყო იდეა. მან შესთავაზა, რომ პარტია აქეთკენ წავა… პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს. მე ჩემს თავს მათში არ ვთლი, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვარ. თუმცა, დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი, რა თქმა უნდა, მათ ჯგუფში ვიქნებოდი”,-ამბობს წულუკიანი.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი