შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა მაღალი გამავლობის ახალი მანქანები – 6 სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს 8 თებერვალს.
“ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და ეფექტიან რეაგირებას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ცნობაში.