ახალი ამბებირეკლამა

საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში „ჩხირკედელა“ 40-მდე გუნდი მონაწილეობს

8 თებერვალი, 2020 • 3270
საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში „ჩხირკედელა“ 40-მდე გუნდი მონაწილეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს “ჩხირკედელას” მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობს.

ტურნირი მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

6 თებერვალს ფიზიკის მიმართულებით გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდა:

[checklist]

  • I ადგილი – ლანჩხუთის #3 საჯარო სკოლა;
  • II ადგილი – ბათუმის #5 საჯარო სკოლა;
  • III ადგილი – შავნაბადას საერო გიმნაზია[/checklist]

“ჩხირკედელა” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.

ტურნირის ფარგლებში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი