ახალი ამბებირეკლამა

122 ლტოლვილი ბავშვი ქართულ ენას უფასოდ ისწავლის

21 ივლისი, 2020 • 1269
122 ლტოლვილი ბავშვი ქართულ ენას უფასოდ ისწავლის

21 ივლისიდან, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 122 ბავშვი ქართულ ენას უფასოდ, დისტანციურ რეჟიმში შეისწავლის.

„ქართული ენის ინტენსიური სწავლების დისტანციური კურსი“ იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის( UNHCR) წარმომადგენლობის მზრუნველობის ქვეშ არიან.

თითოეული ჯგუფი 5 მოსწავლით დაკომპლექტდება, მათი ასაკი კი 6 დან 18 წლამდე განისაზღვრება. კურსს, რომელიც სრულადაა დაფინანსებული UNHCR მიერ,მასწავლებლის სახლის ექსპერტები გაუძღვებიან.

„ქართული ენის დისტანცური სკოლისათვის დღეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა; დღეს ქართული ენის ონლაინგაკვეთილები პირველად ჩაუტარდებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლობისა და ჰუმანიტარული სტატუსის მატარებლები არიან ჩვენს ქვეყანაში.

მათი ინტერგრაციისათვის ჩვენ საზოგადეობაში, მათ შორის  პირველ რიგში სასკოლო საზოგადოებაში ეს უმნიშვნელოვცანესი პირობაა. ჩვენი მხრივ ვგრძნობთ ამ დიდ პასუხისლმგებლობას და დიდ გამოწვევად მიგვაჩნია ჩვენი ცენტრისათვის,“ – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

შესაბამისი მემორანდუმი 7 ივლისს „საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნულ ცენტრსა“ და „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის გაფორმდა.

„ქართული ენის დისტანციური სკოლის გამოცდილება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებით შემოიფარგლებოდა. ახლა სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ქართული ენას უნდა ვასწავლოთ იმ ოჯახების შვილებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას შეაფარეს თავი.

ეს დიდი გამოწვევაა, რადგანაც გარდა ენობრივი ბარიერისა უაღრესად განსხვავებულ კულტურულ რეალიებთან გვაქვს საქმე. ჩვენი ახალი მოსწავლეები გახლავთ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საუდის არაბეთი, იემენი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, იორდანია, ბანგლადეში, უკრაინა და სხვა. წარმატება მინდა ვუსურვო როგორც ჩვენს ახალ მოსწავლეებს ისე მათ პედაგოგებს,” – აღნიშნა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიკა სიხარულიძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 1950 წლის 14 დეკემბრის რეზოლუცია უმაღლეს კომისარს ანიჭებს ლტოლვილთა საერთაშორისო დაცვის ფუნქციას, კონვენციის წევრ სახელმწიფოებში ლტოლვილთა მიღების ხელშეწყობის ჩათვლით.საქართველოში UNHCR-ის მანდატის რეგულირება საერთაშორისო დოკუმენტებით ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი