ახალი ამბებირეკლამა

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

7 თებერვალი, 2020 • 1593
„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

6 თებერვალს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.

„მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ ფუნქციონირება საქართველოს 12 ქალაქში 1 ნოემბერს დაიწყო და 1800-მდე პედაგოგობის მსურველი უფასოდ გადაამზადა.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.

მსმენელთა ხელმისაწვდომობის მიზნით, ლექციები ტარდებოდა რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლის ბაზაზე კვირაში სამჯერ ( პარასკევი, შაბათი, კვირა). სასწავლო კურსს კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.

თითოეული საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით გადიოდნენ.

კურსდამთავრებულები სკოლებში კონკურსის წესით შევლენ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი