ახალი ამბები

ანონსი 9 ივლისი

8 ივლისი, 2015 • • 1233
ანონსი 9 ივლისი

 08:30 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონის ( მდ. ვერეს აუზის) აეროფოტო გადაღებას განახორციელებს;

 

10:00 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის ახალი ოფისს გახსნიან;

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” საგარეო საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს;

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვალერი გელბახიანი პრესკონფერენციას გამართავს;


12:00 “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს;


12:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საიას ცენტრალურ ოფისში (ჯ.კახიძის #15) საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას გამართავს;

 

12:00 თელავში  გაიმართება შეხვედრა  პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში;

 

13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე,  მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საქართველოს მასშტაბით 200-მდე გამორჩეულად წარმატებულ მოსწავლეს სასკოლო ოლიმპიადებსა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვისდააჯილდოებენ;

 

18:00-დან 20:00-მდე  თიბისი ბანკი და თიბისი არტ გალერეა იურა ბერიშვილის პერსონალური გამოფენას უმმასპინძლებს; 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი