ახალი ამბები

შიდა ქართლის რეგიონი 9 ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა

8 ივლისი, 2015 • • 1271
შიდა ქართლის რეგიონი 9 ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა

ამჟამად საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა.  გათიშვის პროცესი 2015 წლის პირველ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით დაიწყო. 25 აგვისტოს კი საქართველოს მთელი ტერიტორია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.

 

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო არხების ყურებას ვერ შეძლებენ ის მოქალაქენი, ვისაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი ექნება, რომელიც საოჯახო ტიპის ანტენით მუშაობს. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ტელევიზორის ყურება შეძლონ,  ან ციფრული ტელევიზორი უნდა შეიძინონ, ან ე.წ. Set Top Box– სპეციალური მიმღები მოწყობილობა, რომელიც ძველი სტანდარტის ტელევიზორს უერთდება. ეს მიმღები მოწყობლობა ციფრულ სიგნალს არაციფრულ სიგნალად გარდაქმნის, რისი საშუალებითაც ძველი სტანდარტის ტელევიზორი სიგნალის წაკითხვას შეძლებს.

ციფრული მაუწყებლობა
ციფრული მაუწყებლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი