ახალი ამბები

დავალიანების გამო R2-ს, TV პირველს და “ერთსულოვნებას” შესაძლოა მაუწყებლობა შეუწყდეთ

31 ივლისი, 2019 • 881
დავალიანების გამო R2-ს, TV პირველს და “ერთსულოვნებას” შესაძლოა მაუწყებლობა შეუწყდეთ

დავალიანების გამო პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან “რუსთავი 2-ს”, “ტელეკომპანია პირველს” და “ერთსულოვნებას” შესაძლოა მაუწყებლობა შეუწყდეთ. ამის შესახებ განცხადებას “სტერეო +” ავრცელებს, რომელიც საქართველოში ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს:

“პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო.

ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი