ახალი ამბები

მთავრობა 30 სატელევიზიო მაუწყებელს მილიონ ლარზე მეტს დაუბრუნებს

29 ივნისი, 2015 • 1743
მთავრობა 30 სატელევიზიო მაუწყებელს მილიონ ლარზე მეტს დაუბრუნებს

ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, თანხა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

 

თანხა შემდეგ მაუწყებლებს დაუბრუნდებათ: „გურია“, „კავკასია“, „თანამგზავრი“, „მეცხრე ტალღა“, „25-ე ტელეარხი“, „იმერვიზია“, „დია“, „იმპერია“, შპს „კვეტენაძე და კომპანია“, „ქვემო ქართლის ტელეკომპანია“, ინფორმკავშირი- ტელევიზია „არგო“, „ეკომი“, „ბორჯომი“, „ზარი“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „ომეგა“, „თვალი“, „რიონი“, „მეგა ტვ“, „პიკი“, შპს „ევრიკა“, „პირველი სტერეო“, „თბილისი“, „ჯი-დი-ესი“, „იბერია ტვ“, „ტელეიმედი“, „რუსთავი-2“, „სამოქალაქო განათლების ფონდი“ და „მედიაცენტრი ღია აფხაზეთისათვის“.

 

2015 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობა ეტაპობრივად შეიცვლება ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობით. უკვე პირველი ივლისის 10.00 საათიდან თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში და რუსთავში ქართული ტელეპროგრამების ღია ეთერით მიღება  შესაძლებელი იქნება მხოლოდ ციფრულ ფორმატში. 

 

როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, დღემდე კანონი ანალოგური მაუწყებლობის სპეციფიკაციაზე იყო მორგებული, კერძოდ მაუწყებლობ…

Posted by ეკონომიკის სამინისტრო on Monday, June 29, 2015

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ციფრული მაუწყებლობის დროს ტელეკომპანიას საქმიანობის დასაწყებად აღარ დასჭირდება ლიცენზირების გართულებული პროცედურის გავლა, არამედ აღნიშნული შესაძლებელი იქნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

 

 

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ რეკომენდაციების თანახმად, 21 ადგილობრივ (რეგიონალურ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალისწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიანიჭა, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ადგილობრივი მაუწყებლები აგებენ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი