საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილ ჩინელ ექიმს ლი ვენლიანგს, რომელიც ვუჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა და რომელმაც, როგორც CNN და BBC წერენ, პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში.
“ექიმები, მოგეხსენებათ, პირველი ეშელონი ვართ ნებისმიერ ეპიდემიასთან და დაავადებასთან ბრძოლის. თითოეული ექიმის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ვინც გამოირჩევა პირველი ინოვაციით და პირველ ხაზზე იყო და თავისი სიცოცხლე შესწირა ამ დაავადებასთან ბრძოლას და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას”, – განაცხადა NCDC-ის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
ექიმი ლი ვენლიანგი ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ის 12 იანვარს გადაიყვანეს კლინიკაში და პირველ თებერვალს დაუდასტურდა კორონავირუსი.
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC-ს რეკომენდაციები კორონავირუსზე