ახალი ამბები

გლდანის მე-8 დაწესებულებაში საპირფარეშოში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

8 ივლისი, 2015 • • 1104
გლდანის მე-8 დაწესებულებაში საპირფარეშოში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. 

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 7 ივლისს, 15:46 წუთზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში 1980 წელს დაბადებული ბრალდებულის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 

 

“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა”- ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი