ახალი ამბები

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთაძე დაასახელა

6 თებერვალი, 2020 •
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთაძე დაასახელა

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დაასახელა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შოთაძესთან ერთად,, კენჭისყრის შემდეგ საბჭოს წევრებმა კანდიდატებად დაასახელეს ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია, სულ 4 კანდიდატი. კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მას 12 წევრიდან 10-მა მხარი დაუჭირა.

ხვალ, 14:00 საათზე, 4 კანდიდატიდან საბჭო სამს შეარჩევს და შემდგომ სიას პარლამენტს წარუდგენს.

სქრინი საპროკურორო საბჭოს ლაივსტრიმიდან.

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება გუშინ, 5 თებერვალს დაასრულა.

საბჭოს წევრები არიან: ნანა ხუნჯუა(თავმჯდომარე); ამირან გულუაშვილი; გვანცა გვიმრაძე; ირაკლი გაჩეჩილაძე; ვლადიმერ ნარინდოშვილი; მერაბ ჯერანაშვილი; ივანე კაკალია; ილია ჯანაშია; ირაკლი შენგელია; რევაზ ნადარაია; ოთარ კახიძე; ანრი ოხანაშვილი; რევაზ მიქაბერიძე. თითოეულმა წევრმა, სულ მცირე, 3 კანდიდატს უნდა მისცეს ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი