ახალი ამბები

აშშ-თან ურთიერთობებს ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს – წულუკიანი

6 თებერვალი, 2020 • 993
აშშ-თან ურთიერთობებს ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რამდენიმე კონგრესმენის მიერ დასპონსორებული კანონპროექტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს. ჟურნალისტმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხა იმ კონგრესმენებზე, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან.

“მე როდესაც ვიყავი თქვენი ასაკის და უფრო ახალგაზრდა, მახსოვს, რომ საქართველო ფეხს იდგამდა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და რომ არა აშშ და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა, დღეს ალბათ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიქნებოდით. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ერთი, ორი ან თუნდაც ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. ეს ძალიან დიდი მეგობრობა გრძელდება, რომელსაც დროსთან ერთად უკვე სტრატეგიული პარტნიორობის რანგი მიენიჭა და ამას ვერავითარი დასპონსორებული საკანონმდებლო აქტები ვერ დააზიანებს”, – ამბობს წულუკიანი.

ამავე თემაზე

საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს კონგრესში ორი ახალი მხარდამჭერი ჰყავს

მასალების გადაბეჭდვის წესი