ახალი ამბები

საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს კონგრესში ორი ახალი მხარდამჭერი ჰყავს

6 თებერვალი, 2020 •
საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს კონგრესში ორი ახალი მხარდამჭერი ჰყავს

აშშ-ის კონგრესში წინა წლის 28 თებერვალს კონგრესმენ მარკუეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, ორი ახალი მხარდაჭერი გამოუჩნდა – ესენი არიან პიტ ოლსონი და რენდი უებერი.

ამგვარად, კანონპროექტს უკვე ოფიციალურად უჭერს მხარს წარმომადგენელთა პალატის 4 წევრი – ბილ ფლორესი (ავტორი), უილ ჰარდი, პიტ ოლსონი და რენდი უებერი. ოთხივე მათგანი რესპუბლიკური პარტიის წევრია და პალატაში შტატ ტეხასის სხვადასხვა ოლქს წარმოადგენს. ოლსონმა იანვარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი, ხოლო საქართველოს მთავრობას კორუმპირებული უწოდა.

კანონპროექტი ამჟამად ჯერ კიდევ წარმოამდგენელთა პალატაშია და შესაბამის კომიტეტებში განხილვას ელოდება.

რას გულისხმობს კანონპროექტი?

„დაეწესოს სანქციები საქართველოს მთავრობას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი გამოავლენს, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში თუ სხვა ოპერაციებში“, – ვკითხულობთ კანონპროექტის ტექსტში.

კანონის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა და საშულაოდ, 180 დღეში ერთხელ უნდა წარუდგინოს კონგრესს დოკუმენტი, სადაც:

  • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;
  • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

ზემოთხსენებულ დოკუმენტშივე უნდა იყოს:

  • საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ინვესტიციების შეჯამება;
  • ზემოთ ხსენებული ნაბიჯების შეფასება საქართველოში აშშ-ის მიერ ინვესტირების მომავალზე;

კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება გულისმხობს:

  • აქტივების დაბლოკვა – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებების კანონის მიერ პრეზიდენტის მიერ ყველა მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება იმ დოზით, რომლითაც საჭირო იქნება სანქციების ქვეშ მოხვედრილი პირების ტრანზაქციების აკრძალვა ქონებასა და აქტივებში, თუ ეს ქონება და აქტივები არის აშშ-ში, შემოდის აშშ-ში ან არის აშშ-ის მოქალაქის კონტროლისა თუ მფლობელობის ქვეშ;
  • აშშ-ში ჩასასვლელად საჭირო ვიზის ან სხვა დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის არქონას;
  • სხვა გზით აშშ-ში ჩასვლის ან ემიგრაციისა და ეროვნების კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებლის მიღებას;
  • ამჟამინდელი ვიზისა თუ  აშშ-ში შესვლის სხვა დოკუმენტის უმალ გაუქმებას, მიუხედავად გაცემის თარიღისა;

სანქციების შეჩერება:

  • ზემოთ აღწერილმა სანქციებმა უნდა შეწყვიტონ მოქმედება იმავე დღეს, თუ პრეზიდენტი შესაბამის კომიტეტებს გადაუგზავნის დოკუმენტებს, სადაც სანქციების დაწესებისადმი ნეგატიურ პასუხს იძლევა;

მასალების გადაბეჭდვის წესი