ახალი ამბები

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მერია 10 მლნ-ს დახარჯავს

6 თებერვალი, 2020 • 1387
ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მერია 10 მლნ-ს დახარჯავს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს გამართულ პრეზენტავიაზე ვიცე- მერმა, მაია ბითაძემ ისაუბრა.

ბითაძემ თქვა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში უწყება გეგმავს პარკის კასკადის შეცვლასა და განახლებას. ამ უკანასკნელზე კი 20 მლნ ლარის დახარჯა იგეგმება.

ასევე, უწყების ინფორმციით, აქ მოეწყობა წყლის რეზერვუარიც, გარემო კი ადაპტირდება შშმ პირებისთვისაც.

დღეს მერია 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას მართავს. კახა კალაძემ პრეზენტაციის დაწყებისას თქვა, რომ პროექტები მზადაა, საჭიროა მხოლოდ ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებულის გამოვლინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი