ახალი ამბები

შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

6 თებერვალი, 2020 •
შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო. ვიდეო, სადაც არასრუწლოვანი ამ თემაზე საუბრობს, შსს-ს მიაწოდა ანა დოლიძემ.

რგორც დოლიძე ამბობს, კადრები ფეისბუკის მეშვეობით ვრცელდება და ორი არასრუწლოვნის საუბარს ასახავს:

“მე უცნობმა, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ, ჩამიგდო შემაშფოთებელი ვიდეო ფეისბუკის მეშვეობით. ეს ვიდეო ეხება ორი არასრულწლოვნის საუბარს. ერთ-ერთი საუბრობს და მეორე იწერს და მონაწილეობს ამ დიალოგში გარყვნილი ქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ფეისბუკში მოძრაობს ეს ვიდეო. იმედი მაქვს, პოლიცია წინ წაიწევს, ყველას დაკითხავს და შუა რგოლთან კი არ მივა, არამედ პირველწყაროსთან”, – ამბობს ანა დოლიძე.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 141 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას გულისხმობს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი