პატრულმა ისინი გარემოს დანაგვიანების გამო 150 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის ქვითრის მიხედვით, პარტიზანული მებარეობის წვერები ჭავჭავაძის გამზირის #19-თან 7 ივლისის ღამის 1-ის 15 წუთზე “მუნიციპალური ნარჩენებით, კერძოდ ხუთ ერთეულამდე საბურავით, დააანგვიანა გარემო.”
მებაღეობის დაჯარიმებულმა წევრმა ნიკა დავითაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯარიმა არასამართლიანად მიაჩნია და ეცდება, რომ სამართლებრივი გზით გაუქმდეს.
ნიკა დავითაშვილი ამბობს, რომ “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” კამპანიის გაგრძელებასა და საბურავებში ჩარგული ნარგავების განთავსებას თბილისის ტროტუარებზე ისევ გააგრძელებს, ისე, რომ პატრული არ გამოედავოს.