ახალი ამბები

გელათის საკითხზე იუნესკო 2016 წელს იმსჯელებს

6 ივლისი, 2015 • • 2860
გელათის საკითხზე იუნესკო 2016 წელს იმსჯელებს

ქართული მხარის მხრიდან საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მეთოდების დაცვა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განმსაზღვრელია, მთავარ მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი გელათის მონასტრის არსებული სტატუსის რეაბილიტაციას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნებას, აცხადებს სააგენტო.

გელათის მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აქტიური სარეაბილიტაციო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. სახელმწიფოს დაკვეთით ქართველი, ესპანელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ გელათის სრული რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის სრულად აღდგენილია – გელათის აკადემია, აღმოსავლეთისა და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ. ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.

ოფიციალური ინფორმაციით, გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.

2013-2015 წლებში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი წარუდგინა, აცხადებს სააგენტო.

გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი