ახალი ამბები

შსს: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

6 ივლისი, 2015 • 952
შსს: პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

“პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი მამუკა მგალობლიშვილი 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. იგი იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში, ხოლო მისი მეწყვილე ავტომანქანიდან მოქალაქის დაჯარიმების მიზნით გადავიდა. ამ დროს მამუკა მგალობლიშვილს გამვლელმა – გივი გ-მ ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი დაშავებულმა პატრულ-ინსპექტორმა და მისმა მეწყვილემ შემთხვევის ადგილზე დააკავეს,”– აცხადებს შსს.

 

შსს–ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი მამუკა მგალობლიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს. 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პოლიციელისათვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი