ახალი ამბები

კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

5 თებერვალი, 2020 •
კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

ამის მიზეზი კოპალიანის მიერ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევა გახდა, რაც პარლამენტის წევრის მანდატთან შეუთავსებელი საქმიანობაა.

კარლო კოპალიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.

“მინდა შევქმნა ამ დარბაზში პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი და მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში. სამადლობელი იქნება დღეს ჩემი გამოსვლის ლაიტმოტივი”, – განაცხადა კოპალიანმა.

მან მადლობა გადაუხადა:

    • ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს, რომელმაც “2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ოპოზციონერ კანდიდატს მისცა ხმა და თქვა, რომ ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს უღალატია.
    • მედიას  – ობიექტური და მართალი ინფორმაციის მიწოდებისთვის;
    • “მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გახარიას და მის კაბინეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”.
    • პარლამენტს, კოლეგებს.
    • ქალაქ ქუთაისს, როგორც მეგობრობის ქალაქს
    • სპიკერატს
    • ყოფილ თანაპარტიელებს
    • ბიძინა ივანიშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი