ახალი ამბები

საქართველოში კონორავირუსზე ტესტირება უკვე შესაძლებელია – გამყრელიძე

4 თებერვალი, 2020 •
საქართველოში კონორავირუსზე ტესტირება უკვე შესაძლებელია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კორონავირუსის ყველა ტიპის დადგენა შესაძლებელია.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა გერმანიის ბუნდესვერის ბიოლოგიის ინსტიტუტის დახმარებით:

“გუშინ, ღამის პირველ საათზე, დამატებითი რეაგენტები ჩამოვიდა, რაც ჩვენ გვაკლდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაგვესვა საქართველოში ლაბორატორიული დიაგნოზი ამ დაავადების. დღეიდან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ რეფერალი მასალის არსად გაგზავნა არ დაგვჭირდება და საქართველოში იქნება საშუალება, რომ სრულად იქნეს აქ, ადგილზე გამოკვლეული და დიაგნოზი დადასტურებული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფექციურში მყოფ 2 ადამიანზე კორონავირუსი გამოირიცხა

მასალების გადაბეჭდვის წესი