ახალი ამბები

“ჭუჭყიანი ტანსაცმლისა” და “ცუდი სუნის” გამო რუსეთში მგზავრების ელმავლებიდან მოხსნას აპირებენ

4 თებერვალი, 2020 • 715
“ჭუჭყიანი ტანსაცმლისა” და “ცუდი სუნის” გამო რუსეთში მგზავრების ელმავლებიდან მოხსნას აპირებენ

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ახლად გამოქვეყნებულ კანონპროექტში აზუსტებს, თუ რა შემთხვევებში შეეძლებათ სამართალდამცავებს ელმავლებიდან მგზავრების რეისიდან მოხსნა. კანონპროექტი გამოქვეყნდა ნორმატიული აქტების პროექტების პორტალზე.

დოკუმენტის თანახმად, მგზავრების მოხსნა რეისებიდან შესაძლებელი იქნება ხმამაღალი ელექტრონული მოწყობილობების, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისთვის, სიმღერისთვის, ჭუჭყიანი ტანსაცმლისა და უსიამოვნო და ცუდი სუნის გამო.

პუნქტ 70-ის „ა“ ქვეპუნტქს, სიტყვებს „სხვა მგზავრების სიწყნარეს უშლის ხელს“ დაემატოს -კერძოდ, იყენებს რადიომიმღებს, მაგნიტოფონს და სხვა ხმაურიან ან ელექტრომოწყობილობებს, აგრეთვე, ხმის გასაძლიერებელ მოწყობილობებს, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მღერის ან სჩადის სხვა მოქმედებებს, რომლებიც მგზავრების სიწყნარეს არღვევს (უსიამოვნო, ცუდი სუნი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ა.შ.), — წერია კანონპროექტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი