lavanguardia.com-ის ცნობით, დღეს დილით დაწყებული პოლიციის რეიდის შედეგად მადრიდში 30 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთი კანონიერი ქურდი იყო, ხოლო 2 ადამიანი დააკავეს ვალენსიაში.
მედიის ცნობის მიხედვით, რომელიც გამოძიების ინფორმაციას ეყრდნობა, რეიდის მიზანი იყო დაეკავებინა 50 -წევრიანი დაჯგუფება, რომელიც ბინებისა და მაღაზიების ძარცვაში იყო შემჩნეული.
სხვა ესპანურენოვანი გამოცემა europapress.es წერს, რომ პოლიციამ დააკავა 36 ადამიანი. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ, რომელიც ერთი წელია გრძელდება და მას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში სპეციალიზებული პროკურატურა აწარმოებს, კულმინაციას მიაღწია. გაცემულია ბღძანება, რომ 48 ადამიანი დააკავონ, რომლების მადრიდში, ვალენსიაში, ბასკეთისა და მრციას მხარეებში არიან დაჯფუფებული და ქურდობენ.
ამავე მედიის ცნობით, ამ კრიმინალურ დაჯგუფებას აქვს კავშირი გერმანიაში, საგრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში არსებულ კრიმინალურ პირებთან.
