ახალი ამბები

ანონსი – 4 ივლისი

3 ივლისი, 2015 • 1298
ანონსი – 4 ივლისი

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში სამართალდამაცვთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა ტელეეთერით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე დაკავებული პირის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განოხრციელებული ზეწოლის შესახებ განცხადებას გააკეთებს

 

12:00 შეხვედრა – „ვიზის ლიბერალიზაცია – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები”. ღონისძიების ორგანიზატორია: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა. დღის წესრიგი. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

13:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. თემა: ,,13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად  დაზარალებულ პირთა საცხოვრისის უზრუნველყოფის  უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი”. მის: თავისუფლების #2

 

14:00 სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად,მხატვრები კაფე “აქცენტში” ერთიანდებიან. 2 დღის განმავლობაში აბრეშუმზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. გამოფენის სახელწოდებაა “აბრეშუმის ბროწეულები”. შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისს დაზარალებულებს გადაერიცხებათ. საკონტაქტო პირი სოფიო კიკვაძე. 577 17 71 14; 599 76 18 91 მისამართი: მეიდანი ძმები ზდანევიშების ქუჩა N 5.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი