მგზავრმა, რომელსაც ლონდონის გეტვიკის აეროპორტში თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, პოლიციაში ცრუ შეტყობინება გაგზავნა ბომბის საფრთხის შესახებ, რის გამოც იგი 16 თვით დააპატიმრეს.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მოქალაქემ, რომელსაც ფრენაზე აგვიანდებოდა, თვითმფრინავის აფრენამდე 45 წუთით ადრე ანონიმურად დარეკა ცხელ ხაზზე და განაცხადა:
„კომპანია EasyJet -ის რეისი #8897 დაახლოებით 40 წუთში უნდა აფრინდეს. შეიძლება, თვითმფრინავში ბომბი იყოს. უნდა გადადოთ ფრენა, ახლავე უნდა გააჩეროთ“…
ზარის შემდეგ აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა და თვითმფრინავი ყველას დაატოვებინეს.
მოგვიანებით, როდესაც რეისზე რეგისტრაციას გადიოდა, შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი ემთხვეოდა ანონიმური ზარის ავტორისას.
დაკავების შემდეგ მან მალევე მისცა აღიარებითი ჩვენება. მისი თქმით, თვითმფრინავზე სატრანსპორტო პრობლემების გამო აგვიანდებოდა, ხოლო თუ თვითმფრინავს ვერ მიუსწრებდა, მეორე ბილეთის ყიდვას ვეღარ მოახერხებდა ფინანსური პრობლემების გამო.
საბოლოოდ რეისი 3 საათის დაგვიანებით შესრულდა მარაქეშის (მაროკო) მიმართულებით.