ახალი ამბები

შსს: ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

3 ივლისი, 2015 • 1071
შსს: ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით,  2015 წლის დასაწყისიდან გიორგი მ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა; ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდულ სამყაროს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი მ. ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დააკავეს, რა დროსაც მისმა თანხლებმა შალვა ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს  წინააღმდეგობა გაუწია,  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს;   ხოლო შალვა მ-ს მიმართ გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ფოტო - პოლიციის ვიდეომასალიდან
ფოტო – პოლიციის ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი