დაპირისპირება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის რეაგირების საკითხმა გამოიწვია
“ვერ შეძლებთ თქვენ საზოგადოების მოტყუებას, თქვენ პრკურატურას არ მიმართავთ რეკომენდაციით, რომ მან გამოიძიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი წამების და არაჰუმანური მოპყრობის საქმეები,”– მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ომბუდსმენს.
უჩა ნანუაშვილმა დეპუტატს ასე უპასუხა:
“ქალბატონ ჩიორას რაც შეეხება, ასეთი უტიფარი არ ვიცი, ტყუილების და… ბრალს მდებთ მოტყუებაში, მე ვფიქრობ, რომ ზრდილობა უნდა იქონიოთ პირველ რიგში. მე დაგისვით კითხვა, გაქვთ თუ არა წაკითხული ანგარიში. წამების წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ–ერთი სერიოზული პრიორიტეტი,”– თქვა უჩა ნანუაშვილმა.
