ახალი ამბები

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასლარიანი გირაო შეუფარდა

31 იანვარი, 2020 • 1229
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

“ბრალდების მხარემ სასამართლოსთან  3 ათასლარიანი გირაოს გამოყენებაზე იშუამდგომლა, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლოს მხრიდან ნაწილობრვ დაკმაყოფილდა და 2 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ამ ეტაპზე საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ხაბეიშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას დაადასტურებს”,-განაცხადა პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ.

თავად ლევან ხაბეიშვილის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი დღეს, 31 დეკემბერს წარუდგინა. საქმე ეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან, ფიზიკურ დაპირისპირებას.

თავად ლევან ხაბეიშვილი და მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ დაპირისპირებამდე ხაბეიშვილის პროვოცირებას ცდილობდნენ. ამასთანავე, ორივე ამბობს, რომ საქმე პოლიტიზებულია და ხაბეიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურება.

“2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე  ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას  ბრალად ედება   დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,”-აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი