ახალი ამბები

პროკურატურა საკრებულოს წევრების მიმართ გირაოს მოითხოვს

31 იანვარი, 2020 •
პროკურატურა საკრებულოს წევრების მიმართ გირაოს მოითხოვს

“ქართული ოცნებიდან” საკრებულოს სამი წევრისა და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესმსახურში განუცხადეს.

დღეს, 31 იანვარს, პროკურატურამ ხაბეიშვილის ცემის გამო  საკრებულოს სამ წევრს „ქართული ოცნებიდან“ ბრალი წაუყენა, მოგვიანებით ბრალი წაუყენა თავად ხაბეიშვილსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლი ზარქუასთან, ფიზიკური დაპირისპირების გამო.

„2020 წლის 24 იანვარს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს”,-აცხადებენ პროკურატურაში.

თავად ლევან ხაბეიშვილი და მისი ადვოკატი ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ დაპირისპირებამდე ხაბეიშვილის პროვოცირებას ცდილობდნენ. ამასთანავე, ორივე ამბობს, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ხაბეიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურება.

ხაბეიშვილზე თავდასხმისთვის ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი