ახალი ამბები

ნარმანია: თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროექტს საკრებულოში დღეს შევიტანთ

2 ივლისი, 2015 • • 972
ნარმანია: თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროექტს საკრებულოში დღეს შევიტანთ

“დღეს არის ბოლო დღე, როცა საკრებულოში შევა დოკუმენტი და მას დაზარალელბულთა სია თან დაერთვება. დოკუმენტი არის მზად და მხოლოდ მცირე შესწორებების შეტანა მიდის მასში. ხდება კორექტურა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატყდა წინასწარი აჟიოტაჟი იმ დოკუმენტზე, რომელიც ჩვენს ოპონენტებს არ უნახავთ და დახვეწის პროცესშია. გადავაგზავნით დოკუმენტს და ნებისმიერ მათგანს ექნება ცივილური ფორმით მოსაზრების გამოთქმის უფლება, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს ეს დოკუმენტი და იყოს ყველასთვის მისაღები. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ასეთი დოკუმენტი არასდროს შექმნილა დედაქალაქის ისტორიის მანძილზე. არასდროს ცივილური, ასეთი ფორმით ზიანის ანაზღაურება არ ყოფილა და არ მომხდარა. ამიტომ ეს ხზგასამელი და ყურადსაღებია” – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

ქალაქის მერის განცხადებით, დოკუმენტში მნიშვნელოვანია ის, რომ დაზარალებულები კატეგორიებად არიან დაყოფილი:

 

“პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ყველაზე მძიმე ზიანის ოჯახები, რომელთა სახლებიც პრექტიკულად არ დგას. ასევე ისინიც, ვისი სახლებიც დაზიანებულია ისე, რომ აღდგენას არ ექვემდებარება ჩვენ მიერ გაკეთებული ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე. მნიშვნელოვანია ის, რომ მეორე კატეგორიაა ოჯახები, რომელთა სახლებიც კოსმეტიკურ რემონტს ექვემდებარება, რაზეც პირდაპირ წერია დოკუმენტში, რომ რაიონული გამგეობები უზრუნველყოფენ ამას. მშენებლობების და რემონტის დასრულების კვალობაზე, იქ დავაბრუნებთ მოქალაქეებს. ამიტომ პროცესი წავა პარალელურად: პირველი კატეგორიის ადამიანების დახმარებას მოხმარდება ის რესურსები, რაც ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ იქნა შემოწირული, დაუხარჯავად დევს ანგარიშზე და ეტაპობრივად ემატება დაფინანსება.”

 

დავით ნარმანიას განცხადებით, ბიზნესსექტორის ზარალის დათვლაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურურას, აქ ზარალს ითვლის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. 


13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი