ახალი ამბები

UK-ში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

31 იანვარი, 2020 • 979
UK-ში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის დაფიქსირებას ადასტურებს ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი.

როგორც „გარდიანი“ წერს, ორივე ინფიცირებული ერთი ოჯახიდანაა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორ პაციენტს ინგლისში, ერთი ოჯახის წევრებს, კორონავირუსი დაუდასტურდათ. პაციენტები NHS-ის (ეროვნული ჯანდაცვის სიტემის) სპეციალისტების დახმარებას იღებენ და ჩვენ ვიყენებთ ინფექციის კონტროლის ნაცად პროცედურებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“, – მოჰყავს „გარდიანს“ მთავარი სამედიცინო ოფიცრის, კრის უიტის განცხადება.

კორონავირუსი ამჟამად ჩინეთსა და 20-მდე სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა – დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 150-ზე მეტი.  მთლიანობაში დაახლოებით ინფიცირებულია 10 000 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი