ახალი ამბები

ანონსი -2 ივლისი

1 ივლისი, 2015 • • 1003
ანონსი -2 ივლისი

08:00 ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამ პროცესს  ტექნიკურ უნივერსიტეტში (VI კორპუსი, კოსტავას ქ. 77 ) არსებულ საგამოცდო ცენტრში დააკვირდება;

 

09:00 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისათვის განცხადებას გააკეთებენ (ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი);


10:00 თი-ბი-სი გალერეაში (მარჯანიშვილის ქ.7) ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველო-იტალიის პირველ ენერგეტიკულ ბიზნეს ფორუმს გახსნის;


10:30 არასამთავრობო ორგანიზაციის „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს;


11:00 ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს;

 

11:00 ტამიშის დესანტის მოგერიების დღესთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ;


11:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს; 


12:00 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაციები “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, “სამოქალაქო აქტივობის კლუბი“ და “სამოქალაქო ფრონტი“ პრესკონფერენციას გამართავენ; 


12:00 ქუთაისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებთან ფართომაშტაბიან შეხვედრას გამართავს, სადაც განიხილავენ ადვოკატთა დევნის და შევიწროვების ფაქტებს;.


12:00  სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს;


12:0სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნენსი მარლინი გამართავს საჯარო ლექციას: „საკვების არჩევანის ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე”. ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველ კორპუსი, ჯავახიშვილის აუდიტორია #107;


12:00  სიმულაციის ცენტრს გახსნა. ცენტრს გახსნის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი