დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციისა და სტიგმის ნიშნები განჩდა.

“სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოში გაჩნდა…  ამის ნიშნები, სამწუხაროდ, გაჩნდა ბოლო დღეებში, რასაც ვუყურებ.

გთხოვთ, ყველამ გაითვალისიწნეთ, რომ ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც შეწუხებულია სტიგმითა და დისკრმინიაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადდების ნიშნების გაჩენას სხვადსხვა ქვეყანაში“, – ამბობს იმნაძე.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში დღესდღეობით კორონავირუსის 9 000-ზე მეტი დაფიქსირებული შემთხვევა არსებობს.

შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში აღმოაჩინეს, საზღვარგარეთ კი ვირუსის მხოლოდ 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, მსოფლიოს 19 ქვეყანაში.

საქართველოში ჯერჯერობით არ ფიქსირდება კორონავირუსის არცერთი შემთხვევა.

კორონავირუსის ფონზე გაძლიერებული რასიზმი