ახალი ამბები

CRRC-ის კვლევით, სსრკ-ის დაშლაზე მოსახლეობის აზრი თანაბრადაა გაყოფილი

30 იანვარი, 2020 • 1440
CRRC-ის კვლევით, სსრკ-ის დაშლაზე მოსახლეობის აზრი თანაბრადაა გაყოფილი

CRRC-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს სწავლობს, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

კითხვაზე, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო თუ კარგი, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ კარგი, 42 კი საბჭოთა კავშირის დაშლას ქვყნისთვის ცუდ მოვლენად აფასებს.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, კვლევის მიხედვით ახალგაზრდები უფრო დადებითად აფასებენ ამ მოვლენას, ვიდრე ასაკონანი რესპონდენტები.

მათ შორის, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგ მოვლენად შეაფასა, 82 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანამ გამოუკიდებლობა მოიპოვა, 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ ასე უკეთ შეგვიძლია დავიცვათ ქართული ენა და თვითმყოფადობა.

მათი 64% კი, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფით მოვლენად შეაფასა, ამბობს, რომ გაუარესდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, 17 პროცენტი აცხადებს, რომ დავკარგეთ ტერიტორიები. 16%-ის თქმით კი, შემცირდა სამუშაო ადგილები.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით; გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს; გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%

მასალების გადაბეჭდვის წესი