„საფარის“ ინფორმაციით, მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიესაჯა. ბრლადებული შსს-მ 2019 წლის 28 სექტემბერს ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავა.
„მნიშვნელოვანია, რომ საფარის შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურატურის მიერ ეკა ჩხეიძის ფსიქიკური ტანჯვის დასადგენად დაინიშნა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზარალებული ავლენდა ძალადობის მსხვერპლი ქალისათვის დამახასიათებელ ფსიქო-ტრავმულ ნიშნებს.
საფარის შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება“, – ნათქვამია საფარის განცხადებაში.
ეკა ჩხეიძის საქმეში ბრალდებული მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მამაკაცი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
“მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ამ კაცისთვის. იმის შიშით, რომ შემთხვევით არ გადამყროდა, სხვა გზით დავდიოდი ხოლმე; იგი ხშირად მაკითხავდა სახლში, ქუჩაში, მეუბნებოდა, ვუყვარდი, სურდა ჩემთან ურთიერთობა, ჩემზე დაქორწინება”, – ამბობდა ეკა ჩხიეძე „საფართან“ საუბრის დროს.
ვრცლად:
მუხლის ცვლილება და ელექტრონული სამაჯური ბრალდებულს – ეკა ჩხეიძის უფლებადამცველის მოთხოვნა
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით კაცი დააკავეს