ახალი ამბები

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით კაცი დააკავეს

1 ოქტომბერი, 2019 •
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით კაცი დააკავეს

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით შსს-მ კაცი დააკავა.

როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს და გამოძიება ორი – 150-ე პრიმა (ქორწინების იძულება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) – მუხლით მიმდინარეობს.

როგორც IPN წერს, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სუიციდით ემუქრებოდა.

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა. ბრალდებული სწორედ ამის შემდეგ დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი