ახალი ამბები

შსს: დაკავებულმა არასრულწლოვანი გააუპატიურა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა

30 ივნისი, 2015 • • 1198
შსს: დაკავებულმა არასრულწლოვანი გააუპატიურა და თვითმკვლელობამდე მიიყვანა

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბავშვი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა.

 

“უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით “გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი