ახალი ამბები

ვუჰანში მოსახლეობა ერთმანეთს სიმღერით ამხნევებს [ვიდეო]

29 იანვარი, 2020 • 1707
ვუჰანში მოსახლეობა ერთმანეთს სიმღერით ამხნევებს [ვიდეო]

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, რომელიც კარანტინის ზონაშია, მოსახლეობა ერთმანეთს სიმღერით და შეძახილებით ამხნევებს. ვიდეოკადრებს სამხრეთ ჩინეთის “მორნინგ პოსტი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ხალხი სახლებიდან პატრიოტულ სიმღერებს მღერის და ერთმანეთს მხნეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულს სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მთავრობა ხალხს მოუწოდებს, ღია ფანჯრებთან არ იმღერონ, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი არ გაიზარდოს.

კარანტინის ზონაში ამ დროისთვის ჩინეთის ორი ქალაქი, ჰუანგანგი და ვუჰანია. ჰუანგანგი ქალაქ ვუჰანისგან 80 კილომეტრში აღმოსავლეთით მდებარეობს, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა. ქალაქში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, “ჩაიკეტა” ქალაქი ვუჰანი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, იქ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ქალაქებში აეროპორტები და სარკინიგზო სადგურები დაიკეტა ქალაქიდან გამსვლელი მგზავრებისთვის. აგრეთვე აღარ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამასთან, შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ეჟოუშიც – ჩაიკეტა სარკინიგზო სადგური, მოწმდება ქალაქში შემავალი და გამავალი ყველა მანქანა.

რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი