ახალი ამბები

TI: სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 419 880 ლარი პრემია-დანამატი გაიცა

30 ივნისი, 2015 • • 1425
TI: სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 419 880 ლარი პრემია-დანამატი გაიცა

საერთაშორიოს გაჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 12 ივნისს გამოაქვეყნა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 3 419 880 ლარი გაიცა, მათ შორის, პრემია – 2 935 693 ლარი, სახელფასო დანამატი- 484 187 ლარი.

 

ორგანიზაციის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა მხარეში შემცირდა, თუმცა 2014 წელს იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს.

 

2014 წელს სახელფასო დანამატი მხოლოდ გუბერნატორებს აქვთ მიღებული და, როგორც წესი, სახელფასო ანაზღაურების ტოლია. 2015 წლიდან სახელფასო დანამატი გუბერნატორთან ერთად სხვა თანამდებობის პირებზეც გაიცემა. დანამატს გუბერნატორები ყოველთვე იღებენ, აცხადებს TI.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი და პრემია 2014-2015 წლებში აიღეს პარმენ მარგველანმა (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) და ირაკლი შიოლაშვილმა (კახეთი) 41-41 ათასი ლარი.

გუბერნატორების მოქმედი მოადგილეებიდან კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი ლიდერობს, რომელმაც 2014-2015 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 16 520 ლარი მიიღო.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს: ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიუთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი