ახალი ამბები

ჩავთვალეთ, რომ პროპორციულის შეთავაზებით სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი – თალაკვაძე

29 იანვარი, 2020 •
ჩავთვალეთ, რომ პროპორციულის შეთავაზებით სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ პროპორციული არჩევნების შეთავაზების მიზანი პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ აქციები მაინც გააგრძელა, “ქართული ოცნების” გუნდის წარმომადგენლებმა აზრი შეიცვალეს. ამის შესახებ თალაკვაძემ საზოგადოებირივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ ხედვაში” ისაუბრა.

“იყო დესტაბილიზაციის მცდელობა, იყო პოლიტიკური კრიზისი შექმნილი, რაც დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების შედეგი იყო… ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობაზე ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან პასუხისმგებლიანი რეაქცია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. მეორე, ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ ბოლომდე, ამ მომენტშიც მაინც გვჯეროდა, რომ ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი.

მაგრამ ამის მერე რასაც ვხედავთ, მიუხედავად ამ გამოცხადებული დაპირებისა, მეორე დღესაც გრძელდება ქუჩაში დესტრუქციული პროცესები, პარლამენტის წინ აქციები, მძიმე შეურაცხყოფები ჩვენი კოლეგების მისამართით, მათ შორის, დეზინფორმაციის მთელი კამპანია, მათ შორის წერილები,  ევროპაში, აშშ-ში. ჩვენ ვხედავდით შეხვედრებზე, რომ ეს ადამიანები იყვნენ ინტენსიურ მცდელობაში, მათ ძალიან ეჩქარებოდათ რაღაც, და ეს რომ პოროპორციული არჩევნები არ იყო, ჩვენ ამაში უკვე დავრწმუნდით და იმაშიც დავრწმუნდით, რომ ეს სიჩქარე სინამდვილეში უკავშირდებოდა ცვლილებების როგორმე მიღწევას საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. და ამას აკეთებდნენ ის ძალები, ვინც დღესაც კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია მათთვის”, – განმარტა თალაკვაძემ.

თალლაკვაძის თქმით, სწორედ ზაფხულის აქციები და ოპოზიციის ქმედებები გახდა იმის მიზეზი, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა აზრი შეიცვალეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი