შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხმობს.