ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი აქვს – გამყრელიძე ბაკურციხეზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსული ქალი შეამოწმეს და მას ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი აქვს. მისივე თქმით, ქალის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა:

“გადამოწმდა, არაფერი არ არის. ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა გოგონაა. 16 იანვარს ჩამოვიდა. სულ სხვა ქალაქიდან, რომელიც დაშორებული ვუჰანიდან და აქვს ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციის კლინიკური სურათი. უკვე იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები ოჯახში. ოჯახში იყო გრიპოზული ინფექცია და, როგორც ჩანს, იქიდან არის…”, – უთხრა ნეტგაზეთს ამირან გამყრელიძემ.

“გურჯაანის ტელევიზიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს ვირუსი აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.