ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

28 იანვარი, 2020 • 1206
ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. ნეტგაზეთს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ აეროპორტის ძველი შენობის ფასადის ნაწილი იცვლება, შესაბამისად, სამუშაოებისთვის ხარაჩო იყო დაყენებული.

უწყების ცნობითვე, არავინ დაშავებულა, რადგან ძლიერი ქარის გამო დღეს არ მუშაობდნენ. აეროპორტების გაერთიანება ირწმუნება, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცულია და ხარაჩოს სპეციალური ბადე იცავს.

მთავარ ფოტოზე: ჩამოშლილი ხარაჩო ქუთასის საერთაშორისო აეროპორტში. ავტორი: ქუთაისიპოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი