ახალი ამბები

“სპარის” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

28 იანვარი, 2020 • 1189
“სპარის” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

თბილისში, ლუბლიანის ქუჩაზე მდებარე „სპარის“ მაღაზიის ფილიალის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას ნეტგაზეთთან შსს ადასტურებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

როგორც „ნეტგაზეთს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში განუცხადეს, ლუბლიანის ქუჩიდან  ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილია 24 წლის მამაკაცი, ჭრილობით მარჯვენა ფერდქვეშ არეში. მისი საერთო მდგომარეობა, უწყების განცხადებით, სტაბილურია.

“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა „სპარის“ თანამშრომელს სამუშაო ადგილზე თავს დაესხნენ – აქამდე, 30 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე თანამშრომელს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. იგი 21 იანვარს დაიღუპა.

“სპარის” კონსულტანტი, რომელსაც მუშაობისას თავში ჩაარტყეს, დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი