თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის პროვინცია ღაზნიში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ავრცელებს.
„თვითმფრინავი, რომელიც სადაზვერვო მისიაზე იყო, ჩამოაგდეს ღაზნის პროვინციის დეჰ იაკის ოლქის სადო ხელის რაიონში“, – მოჰყავს გამოცემას ზაბიჰულა მუჯაჰიდის, თალიბანის პრეს-სპიკერის კომენტარი. მისი თქმით, თვითმფრინავზე მყოფი ყველა ადამიანი – მათ შორის მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.
Reuters-ს მოჰყავს იმ ადამიანის კომენტარი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდებას იძიებს. მისი თქმით, არცერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი არ დაღუპულა, ხოლო კატასტროფის მიზეზს ამჟამად იძიებენ.
ამერიკულმა თვითმფრინავმა ავღანეთში დღეს დილით განიცადა კატასტროფა.