ახალი ამბები

ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების გამო გემის კაპიტანი დააჯარიმეს

29 ივნისი, 2015 • • 1206
ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების გამო გემის კაპიტანი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს – გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.

 

სამინისტროს ცნობით, გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

 

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის 65000 ლარი და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა, აცხადებს სამინისტრო.

 

გემი
გემი

მასალების გადაბეჭდვის წესი