ახალი ამბები

ანონსი – 28 ივნისი

28 ივნისი, 2015 • 1261
ანონსი – 28 ივნისი

11:00 კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრატამტულ თეატრში  (მის.:მარჯანიშვილის 8) თეატრალური  პრემია „დურუჯის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე 2015 წლის თეატრალურ პრემია „დურუჯზე“ წარდგენილ  კანიდადატთა მოკლე  ნუსხა გაცხადდება.

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრი ვასო ურუშაძე და “აირზენას” დირექტორი იასე ზაუტაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ავიაციაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ფრენების აკრძალვა ემუქრება, მოთხოვნა ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებაა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბა პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:00 საათზე დაგეგმილი ბათუმის ახალი რკინიგზის გახსნა გადაიდო. პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. 

 

18:00  აქცია საკრებულოსთან  ვერეს ხეობაში თბილისის ცენტრალური პარკიის გაშენების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში არ არსებობს პარკები, ვერეს ხეობაში უნდა გაშენდეს ცენტრალური სარეკრეაციო ზონა, რომელიც ზოოპარკის იპოდრომისა და მზიურის ტერიტორებს გააერთიანებს. 

 

19:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – თამარ ტალიაშვილისა და ქართველ-ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, სტიქიით დაზარალებული ბავშვებისთვის კონცერტი გაიმართება.  მის: ანტონ კათალიკოსის ქ. N3. (დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი