ახალი ამბები

კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

27 იანვარი, 2020 •
კახეთში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

გუშინ, 26 იანვარს, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 24 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა მესამე პირიც, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი