ახალი ამბები

შსს: ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

27 ივნისი, 2015 • 1028
შსს: ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, ბერდია ხ-მ თავისივე თანამშრომელს, დაცვის უმცროს ინსპექტორს, პოლიციის რიგითს ოფიცრის პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებასა და სამსახურებრივ დაწინაურებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 600 აშშ დოლარი, ხოლო გამოართვა 300 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოხელის მიერ ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს–ს ცნობით, გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი